ბიოგრაფია

ე. თაყაიშვილის სახლი


ბავშვობა




ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა გურიის (მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის) სოფელ ლიხაურში 1863 წლის 5 იანვარს. მამამისი აზნაური სიმონ თაყაიშვილი კორდონის ოფიცერი იყო, დედა – ნინო ნაკაშიძე კი მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი. მშობლები ადრე გარდაეცვალა და ბავშვობა ობლობაში გაატარა. სამიოდე წლის ექვთიმეს საბედისწერო მარცხი მოსვლია: ხიდან გადმოვარდნილა და მარჯვენა ფეხი მოუტეხია. ბავშვისთვის ყურადღება დაუკლიათ და იგი სამუდამოდ დაკოჭლებულა.


                                           განათლება 



ნიკო თაყაიშვილი

 7 წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს. აქ მაშინ მასწავლებლობდა დეკანოზი სიმონ ქიქოძე, ცნობილი ქართველი მოღვაწის – გაბრიელ ეპისკოპოსის – ძმა, რომელიც საღმრთო რჯულს ასწავლიდა. მან წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ექვთიმე თაყაიშვილზე. ოზურგეთში სწავლისას დაუახლოვდნენ ერთმანეთს ექვთიმე და ნიკო მარი, მომავალში კი ეს ნაცნობობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა.
სამაზრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ ექვთიმეს მეურვეს – სიძეს სურდა, იგი სოფლის მწერლად გაემწესებინა, რაც იმ დროისათვის რამდენადმე მაინც შემოსავლიანი საქმე იყო, მაგრამ ყმაწვილმა თავისი გაიტანა, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა, რომელიც 1883 წელს დაასრულა ვერცხლის მედლით.
1883 წელს ექვთიმე პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, 1887 წელს დაასრულა იგი და მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში.

ვასილ გურიელი, ნიკო თაყაიშვილი
ძმის ოჯახი













პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა


ე.თაყაიშვილი გიმნაზიაში


1887–1894 წლებში ექვთიმე მასწავლებლობს თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში, ასწავლის ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას.  1894–1904 წლებში სათავადაზნაურო გიმნაზიას განაგებს.





მოწმობა ე.თაყაიშვილის მიერ ქუთაისის გიმნაზიის
წარმატებით დამთავრების შესახებ


ნინო პოლტორაცკაია

1895 წელს ექვთიმემ ილია ჭავჭავაძის ჩარევით ცოლად შეირთო თბილისელი იურისტის, ივანე პოლტორაცკის, ასული ნინო. 


 ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურ მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობს ეწეოდა. ღვთისა და ერის სიყვარული ედო საფუძვლად მის ყოველ მოქმედებას. თავისი მეცნიერული მუშაობის უმთავრეს მიზნად ექვთიმე თვლიდა მასალების შეკრებას საქართველოს ისტორია–არეოლოგიისათვის. მეცნიერების რა დარგში არ უმუშავია მას – ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეპიგრაფიკა, ნუმიზმატიკა, ფილოლოგია, ფოლკლორისტიკა, ლინგვისტიკა, ხელოვნების ისტორია.



1888 წელს იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ,,ივერიაში". ექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში. ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ერთად ეძებდნენ, კრებდნენ ძველ ქართულ ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში. ,,საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე", – წერს ექვთიმე თაყაიშვილი.


 1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია ,,პარხლის სახარება”. ამას მოჰყვა შატბერდული ,,მოქცევაი ქართლისაისახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა ,,ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა”. საქართველოს ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი ,,ხელმწიფის კარის გარიგებისხელნაწერი. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ ,,ხელმწიფის კარის გარიგებამისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე გამოკვლეული აქვს ,,აბდულმესიანის”, ,,თამარიანის”, ,,ვისრამიანის”, ,,ამირანდარეჯანიანის”, ,,როსტომიანის”, ,,ქილილა და დამანას”, ,,რუსუდანიანის”, ,,ომანიანის”, თეიმურაზ I–ის თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერი.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ ,,ვეფხისტყაოსნისძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ ,,ვეფხისტყაოსნისხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც ვინმე კორინთელისაგან შეიძინა, ასევე მეფე გიორგი XI-ისათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი ,,ვეფხისტყაოსანი”. ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული ,,ვეფხისტყაოსნისა”, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.

ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალე ექვთიმეს რედაქტორობით ,,წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამგამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.
1889 წელს დიმიტრი ბაქრაძემ და ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსეს ,,საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი“, რომელშიც თავს უყრიდნენ ხმარებიდან გამოსულ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებს, ნივთებს. იკვლევდნენ მათ, წესრიგში მოჰყავდათ...
1907 წელს, . ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ, ექვთიმემ დააარსა ,,საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება“, რომელმაც შეგროვებაშესყიდვით რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვან მასალას მოუყარა თავი. მათ შორის იყო სხვადასხვა ,,საარქეოლოგიო და საეთნოგრაფიო ნივთი, ხელნაწერები... ცალკე კოლექციას შეადგენდა ეკლესიამონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკები – 73 ძველი ფრესკის პირი. შეგროვილი მასალები დროებით ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში მოთავსდა. მოგვიანებით ექვთიმეს ინიციატივით ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საქართველოს საეკლესიო მუზეუმის, უნვერსიტეტის სიძველეთსაცავის და ხელოვნების მუზეუმის ფონდებს თავი მოუყარეს უნივერსიტეტის შენობაში. 1930 წლის შემოდგომიდან ისინი თითქმის მთლიანად ხელოვნების მუზეუმს გადაეცა.
ექვთიმეს ადრინდელი ნაშრომებიდან უნდა გამოიყოს, ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით, ,,ფუნდამენტურიორი ტომი ,,ხელნაწერთა აღწერილობისა“, სამი ისტორიული ხრონიკა“, სადაც ცხადყოფილია, რომ სამი ქრონიკა შეადგენს ,,ქართლის ცხოვრების წყაროს; მის მიერ აღმოჩენილი ,,პარხლის სახარებისმეცნიერული გამოცემა, ,,არქეოლოგიური ექსპედიცია კოლაოლთისში და ჩანგლში 1907 წელს“.

ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლთა რიგებშიც ვხედავთ. ის იგონებს: ,,როცა ამ საკითხში მეფისნაცვალ ვორონცოვდაშკოვისაგან მხარდაჭერის იმედი დაგვეკარგა, გადავწყვიტეთ, დიდი დემონსტრაცია მოგვეწყო და ავტოკეფალია მოგვეთხოვა... ილიამ გვითხრა, თუ საჭიროა, მე წაგიძღვებითო“.
                                ექვთიმე და უნივერსიტეტი


ივანე ჯავახიშვილი
 ექვთიმე თაყაიშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული ,,ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ კომისიაში. უნივერსიტეტის წესდების შესადგენად და სხვა სახის საორგანიზაციო მუშაობის ხელმძღვანელობისათვის შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაშიც ე. თაყაიშვილიც იყო. როგორც ცნობილია, 1918 წლის 26 იანვარს (ძვ. სტილით) უნივერსიტეტი გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი კითხულობდა ლექციებს არქეოლოგიაში. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ მას მიანიჭა დოქტორის ხარისხი. 1920 წლისთვის ექვთიმე თაყაიშვილის ლექციები საქართველოს სიძველეებს შეეხებოდა. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი უნივერსიტეტში ახლად შემოსულთათვის იყო და მოიცავდა შესავალს საქართველოს სიძველეებისას, ამასთან კითხულობდა ეპიგრაფიკასა და ეკლესია–მონასტრების ისტორიას.


უნივერსიტეტის პირველი კორპუსი გახსნის პერიოდში

თბილისის უნივერსიტეტში მოღვაწეობის დროსაც ექვთიმე არ ივიწყებდა საქართველოს სიძველეებს და მათ დაცვა–შესწავლას. ამ წლებში მან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა და ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა.


         
 ემიგრაციაში

 1921 წელს ახალი ხანა დაიწყო საქართველოს ისტორიაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების უმალ ყოფილმა მენშევიკურმა მთავრობამ ბათუმს მიაშურა, რათა აქედან ზღვით უცხოეთში გამგზავრებულიყვნენ.  ამასთან, განკარგულება გაიცა, მთელი სამუზეუმო ქონება ყუთებში ჩაეწყოთ და უცხოეთში გაეტანათ. სამუზეუმო განძის მეთვალყურედ დამფუძნებელმა კრებამ ექვთიმე თაყაიშვილი დანიშნა. მძიმე იყო მეცნიერისთვის სამშობლოდან წასვლა, მაგრამ საქართველოს ძვირფასეულობას მეთვალყურე სჭირდებოდა.

1921 წლის 11 მარტს ექვთიმემ დატოვა სამშობლო და იძულებით კარგა ხანს მოუხდა ემიგრაციაში ყოფნა. ,,ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურის საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“, – წერდა ის. საფრთხე კი ბევრი იყო: ბრიტანეთისა და ნიუ–იორკის მუზეუმებს ექსპონატების შესყიდვა სურდათ, გრაფ ობოლენსკის ქვრივს, სალომე დადიანს, სასამართლოში აღუძრავს საქმე – საქართველოს ეროვნული განძის საგრძნობი ნაწილის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ ასახელებდა თავს; მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებსაც გაუჩხრეკიათ ექვთიმეს ბინა, ბოლოს კი თავად საფრანგეთის მთავრობას განუცხადებია განძზე პრეტენზია – მენშევიკების მთავრობა აღარ არსებობს, განძი უპატრონოა და ლუვრის საკუთრება უნდა გახდესო. 1935  წელს ყოფლმა მთავრობამ უარი განაცხადა განძეულის მეურვეობაზე და მისი დაცვა ე. თაყაიშვილს დააკისრა ყოველმხრივ.


ლევილის შატო

 ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდა. 1931 წელს გარდაეცვალა მეუღლე ნინო. მარტო დარჩენილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისაგან ბევრჯერ დაღუპვის პირამდეც მისულა, მაგრამ ღვთისა და ერისგან დაკისრებული მოვალეობისთვის არ უღალატია. საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული ,,ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის" თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის “Georgica”–ს (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.

       
 ბოლოს, 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების შედეგად ხელსაყრელი პირობები შეიქმნა განძის საქართველოში დასაბრუნებლად. გათავისუფლებული საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის მთავრობების მოლაპარაკების შედეგად იგი ამერიკულ თვითმფრინავებზე დაიტვირთა და მცველების თანხლებით გადმოიგზავნა საქართველოში ისე, რომ შენახვის დიდი თანხის გადახდა არ მოუთხოვიათ. განძს ექვთიმე თაყაიშვილიც გამოჰყვა.

თბილისის აეროდრომზე თვითმფრინავი 11 აპრილს დაეშვა. ექვთიმემ ქართულ მიწაზე ფეხი რომ ჩამოდგა, ზევით აიხედა, ზეცას შეხედა, მერე დაიხარა, მარჯვენა ხელით აიღო მიწა და მას ეამბორა. როგორც შემდეგ თავად იგონებდა, პირველად ეს სიტყვები მოსდგომია ენაზე: ,,ცა–ფირუზ, ხმელეთ–ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო!..სნეული დავბრუნებულვარ, მკურნალად შემეყარეო!“

                
    

 სიცოცხლის ბოლო წლები



 სამშობლოში პატივით მიიღეს ერისთვის დამაშვრალი მოღვაწე, აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად, განახლდა უცხოეთში განაწამები მისი გული. მოხუცმა მოიკრიბა უკანასკნელი ძალები და ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ,,უცხოობაში, – უთქვამს, – ძალიან შემიფერხდა საკვლევაძიებო საქმიანობა. მე იქ მხოლოდ მცირე ნაწილი გამოვაქვეყნე თან წაღებული მასალისა და ჩანაწერებისა... იმედი მაქვს, რომ ორიოდე წლის სიცოცხლეს, რომელიც დამრჩენია... მოვახმარ ჩემზე დარჩენილი ვალის ბოლომდე მოხდას, – ვეცდები, აღარც ერთი ჩემ ხელთ მყოფი თუ ჩემ მიერ დათვალიერებული ძეგლი აღარ დამრჩეს გამოუცემელი; მით უმეტეს, რომ ბევრი მათგანი უკვე იმსხვერპლა ბუნების ძალებმა, დრომა თუ არევ–დარევამ“.

ექვთიმემ უნივერსიტეტიდან ოფიციალურად გამოითხოვა თანამშრომლები, რომელთაც მუშაობაში იხმარდა – ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი მოესწრო; კითხულობდა საჯარო ლექციებს, რჩევა–დარიგებებით ეხმარებოდა მეცნიერებს თუ ნიჭიერ მოწაფეებს.

1951 წლის დეკემბერში დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდა პოლტორაცკაია, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა ბინაში. შემდეგ მომვლელმა ქალმაც შეწყვიტა სიარული, 1952 წლის დასაწყისში უნივერსიტეტიდან გამოუგზავნეს უწყება, რომ გათავისუფლებულია საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან ,,საკმარისი პედაგოგიური დატვირთვის უქონლობის გამო”. მალე გაირკვა, რომ ხმები დაეყარათ, თითქოს, ექვთიმეს შინაპატიმრობა ჰქონდა და ბევრი მეცნიერი ამის გამო მასთან მისვლას ვერ ბედავდა. თანამშრომლებსაც აუკრძალეს მასთან სიარული.

ასეთმამ დევნა–შევიწროებამ ძლიერ იმოქმედა ისედაც დასნეულებულ ექვთიმეზე.  ახლობლისთვის უთქვამს: ,,მე ფეხი მტკიოდა, თორემ შინაგანი ორგანიზმი ძალიან ჯანმრთელი მქონდა... ახლა იმ გულმაც დამიწყო ტკივილი, რომელსაც უწინ არც კი ვგრძნობდი, სად მქონდა...“

1953 წლის 21 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი იყო გულის დამბლა.


24 თებერვალს მცირერიცხოვანმა პროცესიამ გააცილა იგი უკანასკნელ გზაზე, ვაკის სასაფლაომდე. ათი წლის შემდეგ, 1963 წლის 10 თებერვალს, ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით მისი ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. 1987 წლის 22 თებერვალს ლევილიდან თბილისში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს ნინო პოლტორაცკაია–თაყაიშვილის ნეშტიც.
         
კათოლიკოს–პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს ექვთიმეს სიცოცხლეშივე უთქვამს, იგი წმინდანებში ჩასარიცხი კაციაო. ლადო გუდიაშვილსაც აღუნიშნავს: ,,ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე“.
2002 წლის 17 ოქტომბერს წმინდა სინოდმა ღვთისა და ერის ნება გამოხატა, როცა დაადგინა, რომ წმინდანთა დასში შეერაცხა ექვთიმე თაყაიშვილი და ეწოდებინა მისთვის ღვთისკაცი.















 წყარო: ექვთიმე თაყაიშვილი, ბიბლიოგრაფია, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, თბილისი, 2010;
საქართველოს ეკლესიის კალენდარი, საქართველოს საპატრიარქო, ბათუმისა და სხალთის ეპარქია, ბათუმი, 2001;

                                        
http//burusi.wordpress.com












48 comments:

  1. Replies
    1. ჩემი ხატია საააამშოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

      Delete
    2. ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

      Delete
    3. ოოოოოოოოოოოოოოოო

      Delete
    4. Anonymous4/24/2023

      ზდ. ბანდა. დებილო. ხალხო

      Delete
    5. Anonymous11/05/2023

      დებილი მიგდიხარ

      Delete
  2. მაგარია!!(ბიოგრაფიაზე ვამბობ)

    ReplyDelete
  3. aseti informaciebi rogor avtvirto????
    Gtxovt maswavlet ra!!!!!...........

    ReplyDelete
  4. aseti informaciebi rogor avtvirto????
    Gtxovt maswavlet ra!!!!!...........

    ReplyDelete
  5. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  6. Surati gadauge da mase

    ReplyDelete
  7. Surati gadauge da mase

    ReplyDelete
  8. ყოჩაღღღ

    ReplyDelete
  9. მაგარია და ბევრი

    ReplyDelete
  10. ააუუ ხვალ პროექტი მაქვს რააჩააბარებსამას

    ReplyDelete
  11. ხვლ სპროტიც მაქვს 🖐🏻

    ReplyDelete
  12. dzaliankargi inpormaciaa

    ReplyDelete
  13. ოოოოოოოოოოო

    ReplyDelete
  14. Replies
    1. gogo xar? ubralod ise gekitxebi

      Delete
  15. ეჰ ,ასეთი ქართველები აღარ იბადებიან.მადლობა უფალს რომ ეს გაუტეხელი ნებისყოფის ადამიანი მოუვლინა მაშინ ქვეყანას.ვინც ყოფილა თბილისის მუზეუმებში,მიხვდება როგორაა დავალებული მისგან მთელი საქართველო

    ReplyDelete
  16. ვაიმე 😭

    ReplyDelete
  17. Anonymous4/11/2021

    ოხ ეს ქართულის დავალება:))

    ReplyDelete
    Replies
    1. შენ ქართული და მე მოქალაქეობა💀

      Delete
    2. Anonymous4/14/2022

      თქვენ ქართული და მოქალაქეობა, მე ისტორია ��

      Delete
    3. Anonymous2/28/2023

      Mec mak

      Delete
    4. Anonymous10/12/2023

      ოხ ეს ქართული🇬🇪❤️

      Delete
    5. Anonymous11/09/2023

      მეც ქართულის დავალება მაქ დდ

      Delete
  18. ეჰ ეს ქართულის დავალებები💟

    ReplyDelete
  19. Anonymous9/25/2022

    ეჰ ეს მოქალაქეონა

    ReplyDelete
  20. Anonymous10/12/2022

    სინამდვილეში მათემატიკის და ისტორიის დავალებამეზიზღება ყველაზე მეტად

    ReplyDelete
  21. Anonymous10/12/2022

    მაგრამ ეს ბიოგრაფია ძალიან კარგია ექვთიმე თაყაიშვილზე

    ReplyDelete
  22. Anonymous10/12/2022

    რადგან საერთოდ ისტორია და მათემატიკის დავალებები არის ყველაზე რთული

    ReplyDelete
  23. Anonymous2/20/2023

    ვის რაში აინტერესებს რა გაკვეთილი გაქვთ?

    ReplyDelete
  24. Anonymous2/20/2023

    ეს თაობა ვერ არიან რა

    ReplyDelete
  25. Anonymous3/25/2024

    tqven tavs elaparakebit xo

    ReplyDelete