ექვთიმე თაყაიშვილი – 150

2013 წლის 3 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილს შეუსრულდა დაბადებიდან 150 წლისთავი. იუნესკოს ეგიდით 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა.



ბიოგრაფია


ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა გურიის (მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის) სოფელ ლიხაურში 1863 წლის 5 იანვარს. მამამისი აზნაური სიმონ თაყაიშვილი კორდონის ოფიცერი იყო, დედა – ნინო ნაკაშიძე კი მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმებინიკო და ვარლამი. მშობლები ადრე გარდაეცვალა და ბავშვობა ობლობაში გაატარა. სამიოდე წლის ექვთიმეს საბედისწერო მარცხი მოსვლია: ხიდან გადმოვარდნილა და მარჯვენა ფეხი მოუტეხია. ბავშვისთვის ყურადღება დაუკლიათ და იგი სამუდამოდ დაკოჭლებულა.
 უფრო მეტი.




2002 წლის 17 ოქტომბერს შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ წმინდა სინოდის წევრებს წარუდგინა ჩვენი ეკლესიისა და ერის წინაშე თავდადებით მოღვაწე იმ პირთა სია, რომელთა წმინდანთა დასში შერაცხვაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული
უფრო მეტი

როგორ და რატომ მოხვდა ეროვნული საგანძური 
საზღვარგარეთ
 გურამ შარაძე
   1921 წლის თებერვალია. მე-11 წითელმა არმიამ სერგო ორჯონოკიძისა და სერგეი კიროვის მეთაურობით გადმოლახა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი და თბილისს მოუახლოვდა. საფრთხე დაემუქრა საქართველოს დამოუკიდებლობას, მის თავისუფლებას ... განსაცდელშია დემოკრატიული საქართველოს დედაქალაქი!   უფრო მეტი

მკვლევარი

 ნიჭმა, ენერგიამ, სიბეჯითემ და სწავლისადმი უკომპრომისო ლტოლვამ, მოვალეობის მაღალმა შეგნებამ და სისპეტაკემ   ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი წარმოაჩინეს დიდ ქართველ მეცნიერად და უკდავი სახელის საზოგადო მოღვაწედ, სხვა ხალხებისა და მათი ისტორიების გულწრფელ დამფასებლად. 
       
 საქართველოს ისტორიის პირველწყაროების შეკრება-დაცვაში, მეცნიერულ აღწერა-გაშუქებასა და გამოცემაში ჩვენს მოღვაწეს ტოლი არ ჰყავს. ამას ისიც ემატება, რომ საზღვარგარეთ გატანილი ქართული სამუზეუმო განძეულობის იქ დაცვითა და არამცთუ დანაკლისით, არამედ შენამატითაც კი, სამშოლოში დაბრუნებით ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი არის ეროვნული გმირი  .უფრო მეტი

ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური მოგზაურობანი

       ექვთიმე თაყაიშვილის მიერ განძეულის სამშობლოში დაბრუნების მამულიშვილური საქმე ერთგვარად ჩრდილავს მის მეცნიერულ ღვაწლს და ფართო საზოგადოებრიობის ყურადღების მიღმა რჩება ის ფასდაუდებელი მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა და მისმა თაობამ დაგვიტოვა და რომლის გარეშეც, როგორც სამართლიანად აღნიშნავენ, ქართული ჰუმანიტარული მეცნირება ნაბიჯსაც ვერ წადგამდა წინ.  უფრო მეტი

სვანეთი
I რიგში: სვანურ საკარცხულზე ზის ექვთიმე თაყაიშვილი, უცნობი ადგილობრივი მღვდელი
და დიმიტრი ერმაკოვი (ფოტოგრაფი)
II ე.თაყაიშვილსა და მღვდელს შორის - სიმონ კლდიაშვილი (არქიტექტორი), ზემოთ მარჯვნიდან
ივანე ნიჟარაძე (უნივერსიტეტის ლექტორი), დანარჩენი ადგილობრივი სვანები.

არქივი

აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის პირადი საარქივო ფონდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული (დღევანდელი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი).
    ხელნაწერთა ინსტიტუტში არქივი შემოვიდა 1957 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით* (საქართვეოს მეცნიერებათა აკადემიას კი ე. თაყაიშვილის ფონდი გადაეცა ე. თაყაიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისივე ანდერძის თანახმად).
    ხელნაწერთა ინსტიტუტში არქივი ამუშავდა, შედგა კატალოგი და ე. თაყაიშვილის პირადი საარქივო ფონდის მრავალფეროვანი და მრავალმხრივ საინტერესო მასალა ხელმისაწვდომი გახდა მკვლევრებისთვის. უფრო მეტი


             მიმართვა ქართველი ემიგრაციისადმი


იყო დრო და ეს არც ისე დიდი ხანიარაც ჩვენი ინტელიგენცია ერთობ გულგრილადუცქეროდა ქართულ საკულტურო ნაშთებს და თავს არ იწუხებდა მათი შეგროვებისა დაგამოცემისათვისამ გულგრილობამ დიდძალი პირველხარისხოვანი ძეგლები დაგვიკარგა.რაც მამებს თავიანთ ძველ ოჯახებში დაგროვილი ჰქონდათშვილებმა დაკარგესქართული სულიერიგონებრივი და მატერიალური კულტურა რთულიამრავალმხრივიადა ბევრ რამეში მეტად თავისებურიაიშვიათია პატარა ერირომელსაც ასეთი მდიდარიძველი კულტურა ჰქონდესამ კულტურამ გადაარჩინა ქართველი ერი მოსპობას ჟამთავითარების აბობოქრებული ქარტეხილისაგანმისცა უნარი სიმტკიცისაგამძლეობისა დაყოველი ჭირის გადატანისავინც ამ კულტურასასე თუ ისეარ იცნობსის არასოდეს არიქნება ნამდვილი ქართველიჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელიმას გადაგვარებამოელისთუ უკვე გადაგვარებული არ არის.   უფრო მეტი



  კონსტანტინე გამსახურდია


  საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი

აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი გავიცანი 1918 წელს.  იგი ისე მეგობრულად მექცეოდა, თითქოს მე მისი თანატოლი ვყოფილიყავი, მთავრობის სასახლის ბიბლიოთეკა, რომელიც შემდგომ წლებში საჯაროდ იქცა, მის განკარგულებაში იყო.

ექვთიმე თავათ ეძებდა ჩემთვის საქართველოს, სომხეთისა და აღმოსავლეთის ისტორიულ ანალებს. იგი დაბეჯითებით მირჩევდა ქართული ქრონიკები საფუძვლიანად შემესწავლა და მათთვის პოეტური ექვივალენტები შემექმნა.



  აკაკი შანიძე
                                 ექვთიმე თაყაიშვილი



ექვთიმე თაყაიშვილი საოცარი მოვლენაა საქართველოს ახლო წარსულში, მისი მოღვაწეობა მრავალმხრივი,უანგარო და შედეგების მიხედვით მეტად ნაყოფიერი და ფასდაუდებელი, მოკიაფე ვარსკვლავივით იქნება საქართველოს ისტორიაში...


ლადო გუდიაშვილი 


სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად
უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმეაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა ზუსტი დათარიღება, ყოველმხრივი აღწერა, დეტალური მასალა ისეთი ბრწყინვალე ქართული ძეგლებისა, როგორიც არის ოშკი, იშხანი, ხახული, ბანა და სხვა, რომლებიც თურქეთის მიწა– წყალზე მდებარეობენ... და მათი ნიმუშები, ფრესკების ასლები, აღწერანი და დეტალები ექვთიმე თაყაიშვილის თქმით „ერთ მუზეუმს ეყოფოდა“!    უფრო მეტი

No comments:

Post a Comment