იცით თუ არა, რომ...



არსებობს:

1. ექვთიმე აყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება
– ექვთიმე თაყაიშვილის სახელი მიენიჭა საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 3 ივნისის დადგენილებით, საქართველოს საისტორიო საზოგადოების VI ყრილობისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

2. ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა
– თბილისი, ვაკე–საბურთალოს რაიონი, 1963 წლამდე კავშირის ქუჩა  ერქვა.

3. ექვთიმე თაყაიშვილის სტიპენდია
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია.

4. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის მუზეუმ–ნაკრძალი
– შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 აპრილის განკარგულებით. ქ. ოზურგეთი, 9 აპრილის ქ. № 8.

5. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სოფელ ლიხაურის საშუალო სკოლა
ექვთიმე თაყაიშვილის სახელი მიენიჭა 1968 წელს. სკოლაში გახსნილია ე. თაყაიშვილის მუზეუმი.

6. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია
– დაარსდა 1998 წლის 20 მაისს საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდიუმის მიერ, ფონდის თავმჯდომარის, სახელგანთქმული მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის, წინადადებით. პრემია გაიცემა სამ წელიწადში ერთხელ ქველმოქმედებისა და ეროვნული კულტურის გადარჩენა–აღორძინების საქმეში გაწეული ღვაწლისათვის კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების დარგის გამოჩენილი მოღვაწეებისათვის. პრემიის ოდენობაა 500 ლარი. ჯილდოდ მისი მფლობელი იღებს ბრინჯაოს მედალიონს, რომლის ავტორია მერაბ ბერძენიშვილი.
პირველი პრემია 1999 წლის 30 მაისს მიენიჭა გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, აკადემიკოს ვახტანგ ბერიძეს.
2002 წლის 4 იანვარს პრემიის მფლობელები გახდნენ: მიხეილ ნიკოლეიშვილი – ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი; ბაჩანა ბრეგვაძე – ცნობილი მთარგმნელი და მკვლევარი; ჯუმბერ კოპალიანი – არქეოლოგი, დმანისის ექსპედიციის ხელმძღვანელი; ანზორ ერქომაიშვილი – ლოტბარი, ანსამბლ ,,რუსთავის“ ხელმძღვანელი.

7.  ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი
– დაარსდა 1992 წელს. ინსტიტუტში არის კულტურისა და ხელოვნების ფაკულტეტები, სადაც სწავლობს 600–ზე მეტი სტუდენტი. უნივერსიტეტის დაარსების 10 წელთან დაკავშირებით შემოღებულ იქნა უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მედალი.
თბილისი, დავით აღმაშენებლის № 40.

8. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურულ–სამეცნიერო საქველმოქმედო ცენტრი
ხელმძღვანელი ნელი ჩაფიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

9. დმანისის რაიონის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სოფელ გომარეთის სკოლა
– ეს სკოლა 1897 წელს დააარსა ექვთიმე თაყაიშვილმა. იგი ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან არსებობდა. სკოლა 1986 წელს აღადგინა ერმილე თორთლაძემ. ამავე წელს მიენიჭა მას ექვთიმე თაყაიშვილის სახელი.

წყარო: ღვთისკაცი – ექვთიმე თაყაიშვილი, შემდგ.: ილია თავბერიძე, დაიბეჭდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II–ის ლოცვა-კურთხევით, თბილისი,  2007. 

10. იმ სახლში, რომელშიც საქართველოში დაბრუნებული ექვთიმე თაყაიშვილი ცხოვრობდა, ფუნქციონირებს მისი სახელობის მუზეუმი.

– ვაშლოვანის ქ. №6 (გთავაზობთ ჩვენ მიერ გადაღებულ ფოტომასალას)





ახალგორის განძი , ს.საძეგურთან გზის გაყვანისათვის მიწის თხრისას, გლეხებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მდიდარი ქალის სამარხი. ერთმანეთში დაინაწილეს და ზოგი რამ გაყიდეს სხვადასხვა მხარეში. პირადად ექვთიმეს დაუღალავი ძიების წყალობით მოხერხდა ამ განძის თავიდან მიკვლევა, შეგროვება , გამოსყიდვა  და კავკასიის მუზეუმისთვის გადაცემა.

,,პარხლის სახარება" ახალგაზრდა ექვთიმე თავისუფალ დროს სოფლებში გადიოდა და სიძველეებს ათვალიერებდა. ერთხელ გასეირნების დროს ზემო ჭალაში (ხაშურის მახლობლად) მღვდელ სუხიაშვილის ოჯახში ნახა ხელნაწერი, რომელიც სწორედ ,,პარხლის სახარების" სახელწოდებითაა ცნობილი. მღვდელმა იგი არ დაუთმო სტუმარს, მაგრამ მასზე ადგილზე მუშაობის ნება დართო...


,,ხელმწიფის კარის გარიგება" ეს ძვირფასი დოკუმენტი ვიპოვეთო,- წერს ექვთიმე ,,ქართლში მოგზაურობის დროს ერთ გაპარტახებულ სახლში და ამოვიღეთ ნაგვიდან, რომელიც ჩვენს თვალწინ გამოგავეს ოთახიდან"

 სახელოსნოები ბ.კუფტინი წალკაში ,, სწორედ ე. თაყაიშვილის ნამუშევარმა და ნააზრევმა მიიზიდა" გ. ლომთათიძე აღნიშნავს


No comments:

Post a Comment