წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ტროპარი
საუნჯენი
ერისა შენისანი ხელთაგან მტერთაისა განარინენ, და ექსორიობასა შინა ჭირნი მრავალნი
დაითმინე, მამულისა სალმობათა მკურნალო, ღმრთისა კაცო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა შეწყალებად
სულთა ჩუენთათვის.
2002 წლის 17 ოქტომბერს შედგა საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი,
უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ წმინდა სინოდის
წევრებს წარუდგინა ჩვენი ეკლესიისა და ერის წინაშე თავდადებით მოღვაწე იმ პირთა სია,
რომელთა წმინდანთა დასში შერაცხვაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული.
წმინდა სინოდმა
დაადგინა და წმინდანთა დასში შერაცხა:
1.
პეტრე I (V ს.) – წმინდა მეფის – ვახტანგ
გორგასლის თანამოღვაწე კათოლიკოსი.
სამუელ I (V–VI ს.) – პეტრე
I–ის შემდგომი კათალიკოსი.
მათი ხსენების დღედ განიჩინა 30 ნოემბერი.
2. მელქისედეკ
I (XI ს.) – სვეტიცხოვლის განმაახლებელი, საქართველოს პირველი
კათოლიკოს–პატრიარქი.
ხსენების დღე – 1 ოქტომბერი (ძვ. სტილით).
3. ზოსიმე
II – ეპისკოპოსი კუმურდოელი (XV ს.), დიდი მოღვაწე, ჰიმნოგრაფი
და მქადაგებელი.
ხსენების დღე – 1 მაისი (ძვ. სტილით).
4. კლარჯეთის
უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი (IX ს.) – გამორჩეულნი
დიდი სულიერებით, სასწაულთმოქმედებით, მონასტერთა
აღმშენებლობით.
ხსენების დღე – 5 ოქტომბერი (ძვ. სტილით).
5. მღვდელმონაზონი
თევდორე აჭარელი (XVIII– XIX სს.) – ათონის მთაზე
ოსმალთაგან ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებული.
ხსენების დღე – 17 თებერვალი (ძვ. სტილით).
6. მღვდელმონაზონი
ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) (XVIII– XIX სს.) – იმერეთის
მეფის, სოლომონ II–ის, მოძღვარი. იმოღვაწევა რუსეთში, წმინდა მთაზე, ათონის მთაზე.
გამოირჩეოდა ასკეტური და აღმსარებლობითი ცხოვრებით.
ხსენების დღე – 14 თებერვალი (ძვ. სტილით). ეწოდა ილარიონ
ქართველი ახალი.
7. აბუსერიძე
ტბელი (XIII ს.) – ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და ჰაგიოგრაფი, საქართველოს
მთლიანობისთვის თავდადებული.
ხსენების დღე – 17 აგვისტო (ძვ. სტილით).
8. ექვთიმე
თაყაიშვილი (XIX–XX სს.) – დიდი მეცნიერი და მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლი, ეროვნული საგანძურისა და სიწმინდეების
გადამრჩენელი, უღმრთოთაგან დევნილი.
ხსენების დღე – 3 იანვარი (ძვ. სტილით). ეწოდა ექვთიმე
ღვთისკაცი.
9. კირიონ
II (საძაგლიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი (XIX–XX სს.) – გამოჩენილი
საეკლესიო და ეროვნული მოღვაწე, მკვლევარი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის
დევნილი; მოწამეობრივად აღსრულებული.
ხსენების დღე – 27 ივნისი (ძვ. სტილით). ეწოდა მღვდელმოწამე
კირიონი.
წმინდა სინოდმა განაჩინა, ახლად შერაცხილ წმინდანთა
სახელზე შეიქმნას ხატები და დაიწეროს საგალობლები. ამასთან, ახალ წმინდანთა შესახებ
უნდა ეცნობოს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, რათა ეს სახელები შეტანილ
იქნას მათ კალენდარშიც.
გაზეთი მადლი, თბილისი, 2002, N 8–10
No comments:
Post a Comment