ე. თაყაიშვილის სახლი |
ბავშვობა
ექვთიმე
თაყაიშვილი დაიბადა გურიის (მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის) სოფელ
ლიხაურში 1863 წლის 5 იანვარს. მამამისი აზნაური სიმონ თაყაიშვილი კორდონის ოფიცერი
იყო, დედა – ნინო ნაკაშიძე კი მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.
მშობლები ადრე გარდაეცვალა და ბავშვობა ობლობაში გაატარა. სამიოდე წლის ექვთიმეს საბედისწერო
მარცხი მოსვლია: ხიდან გადმოვარდნილა და მარჯვენა ფეხი მოუტეხია. ბავშვისთვის ყურადღება
დაუკლიათ და იგი სამუდამოდ დაკოჭლებულა.
განათლება
ნიკო თაყაიშვილი |
7 წლის ექვთიმე
ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს. აქ მაშინ მასწავლებლობდა დეკანოზი სიმონ
ქიქოძე, ცნობილი ქართველი მოღვაწის – გაბრიელ ეპისკოპოსის – ძმა, რომელიც საღმრთო რჯულს
ასწავლიდა. მან წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ექვთიმე თაყაიშვილზე. ოზურგეთში სწავლისას
დაუახლოვდნენ ერთმანეთს ექვთიმე და ნიკო მარი, მომავალში კი ეს ნაცნობობა დიდ მეგობრობაში
გადაიზარდა.
სამაზრო
სასწავლებლის დასრულების შემდეგ ექვთიმეს მეურვეს – სიძეს სურდა, იგი სოფლის მწერლად
გაემწესებინა, რაც იმ დროისათვის რამდენადმე მაინც შემოსავლიანი საქმე იყო, მაგრამ
ყმაწვილმა თავისი გაიტანა, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა, რომელიც 1883 წელს
დაასრულა ვერცხლის მედლით.
1883 წელს
ექვთიმე პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, 1887
წელს დაასრულა იგი და მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში.
პედაგოგიური
და სამეცნიერო მოღვაწეობა
ე.თაყაიშვილი გიმნაზიაში |
1887–1894
წლებში ექვთიმე მასწავლებლობს თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში,
ასწავლის ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას. 1894–1904 წლებში სათავადაზნაურო გიმნაზიას განაგებს.
მოწმობა ე.თაყაიშვილის მიერ ქუთაისის გიმნაზიის წარმატებით დამთავრების შესახებ |
ნინო პოლტორაცკაია |
1895 წელს ექვთიმემ ილია ჭავჭავაძის ჩარევით ცოლად შეირთო თბილისელი იურისტის, ივანე პოლტორაცკის, ასული ნინო.
ექვთიმე
თაყაიშვილი აქტიურ მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობს ეწეოდა. ღვთისა
და ერის სიყვარული ედო საფუძვლად მის ყოველ მოქმედებას. თავისი მეცნიერული მუშაობის
უმთავრეს მიზნად ექვთიმე თვლიდა მასალების შეკრებას საქართველოს ისტორია–არეოლოგიისათვის.
მეცნიერების რა დარგში არ უმუშავია მას – ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეპიგრაფიკა,
ნუმიზმატიკა, ფილოლოგია, ფოლკლორისტიკა, ლინგვისტიკა, ხელოვნების ისტორია.
1888 წელს
იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის
წევრად შეიყვანეს.
პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ
,,ივერიაში". ექვთიმე
თაყაიშვილის პირველ
სამეცნიერო ნაბიჯებს
მტკიცე ნიადაგი
მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ,
რომელსაც ექვთიმე
შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში.
ისინი ხშირად
ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ერთად ეძებდნენ,
კრებდნენ ძველ
ქართულ ხელნაწერებს, სწავლობდნენ და
აბინავებდნენ მუზეუმში.
,,საზოგადოების წევრი
რომ გავხდი,
მივიხედ-მოვიხედე;
შევიტყვე, რომ
იმ ძვირფას
ხელნაწერებს კაცი
პატრონი არა
ჰყავდა და
ძალაუნებურად მოვკიდე
ხელი, დავუწყე
პატრონობა. მერე
თანდათან გამიტაცა,
შემიყვარდა და
ვიწყე ზრუნვა
დაღუპვისაგან მათ
გადარჩენაზე. თან
ახალ-ახალსაც
ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე
შეძენაც დავიწყე.
სხვადასხვა კუთხეში
მიმოწერა გავაჩაღე,
აგენტები გავიჩინე",
– წერს ექვთიმე
თაყაიშვილი.
1888 წელს
ექვთიმემ შეისწავლა
და გამოიკვლია ,,პარხლის სახარება”.
ამას მოჰყვა
შატბერდული ,,მოქცევაი
ქართლისაის” ახლებური
წაკითხვა და
დათარიღება. 1891 წელს
ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა ,,ახალი ვარიანტი
წმ. ნინოს
ცხოვრებისა ანუ
მეორე ნაწილი
ქართლის მოქცევისა”.
საქართველოს ადრეული
ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მის
მიერ აღმოჩენილი ,,ხელმწიფის კარის
გარიგების” ხელნაწერი.
ეს ხელნაწერი
ექვთიმემ ქართლში
მოგზაურობის დროს
გაპარტახებულ სახლში
იპოვა. 1920 წლის
მაისში თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობამ ,,ხელმწიფის კარის
გარიგება” მისი
გამოკვლევით და
წინასიტყვაობით გამოსცა.
ასევე გამოკვლეული აქვს ,,აბდულმესიანის”, ,,თამარიანის”, ,,ვისრამიანის”, ,,ამირანდარეჯანიანის”, ,,როსტომიანის”, ,,ქილილა და
დამანას”, ,,რუსუდანიანის”, ,,ომანიანის”, თეიმურაზ I–ის
თხზულებათა, თეიმურაზ
ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და
სხვათა მრავალთა
ხელნაწერი.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ ,,ვეფხისტყაოსნის” ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ ,,ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც ვინმე კორინთელისაგან შეიძინა, ასევე მეფე გიორგი XI-ისათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი ,,ვეფხისტყაოსანი”. ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული ,,ვეფხისტყაოსნისა”, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.
ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალე ექვთიმეს რედაქტორობით ,,წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.
1889 წელს დიმიტრი ბაქრაძემ და ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსეს ,,საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი“, რომელშიც თავს უყრიდნენ ხმარებიდან გამოსულ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებს, ნივთებს. იკვლევდნენ მათ, წესრიგში მოჰყავდათ...
1907 წელს, დ. ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ, ექვთიმემ დააარსა ,,საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება“, რომელმაც შეგროვება–შესყიდვით რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვან მასალას მოუყარა თავი. მათ შორის იყო სხვადასხვა ,,საარქეოლოგიო და საეთნოგრაფიო ნივთი”, ხელნაწერები... ცალკე კოლექციას შეადგენდა ეკლესია–მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკები – 73 ძველი ფრესკის პირი. შეგროვილი მასალები დროებით ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში მოთავსდა. მოგვიანებით ექვთიმეს ინიციატივით ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საქართველოს საეკლესიო მუზეუმის, უნვერსიტეტის სიძველეთსაცავის და ხელოვნების მუზეუმის ფონდებს თავი მოუყარეს უნივერსიტეტის შენობაში. 1930 წლის შემოდგომიდან ისინი თითქმის მთლიანად ხელოვნების მუზეუმს გადაეცა.
ექვთიმეს ადრინდელი ნაშრომებიდან უნდა გამოიყოს, ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით, ,,ფუნდამენტური“ ორი ტომი ,,ხელნაწერთა აღწერილობისა“, სამი ისტორიული ხრონიკა“, სადაც ცხადყოფილია, რომ სამი ქრონიკა შეადგენს ,,ქართლის ცხოვრების წყაროს; მის მიერ აღმოჩენილი ,,პარხლის სახარების“ მეცნიერული გამოცემა, ,,არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა–ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს“.
ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლთა რიგებშიც ვხედავთ. ის იგონებს: ,,როცა ამ საკითხში მეფისნაცვალ ვორონცოვ–დაშკოვისაგან მხარდაჭერის იმედი დაგვეკარგა, გადავწყვიტეთ, დიდი დემონსტრაცია მოგვეწყო და ავტოკეფალია მოგვეთხოვა... ილიამ გვითხრა, თუ საჭიროა, მე წაგიძღვებითო“.
ექვთიმე და უნივერსიტეტი
ექვთიმე თაყაიშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული
,,ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ კომისიაში. უნივერსიტეტის წესდების შესადგენად
და სხვა სახის საორგანიზაციო მუშაობის ხელმძღვანელობისათვის შეიქმნა კომისია, რომლის
შემადგენლობაშიც ე. თაყაიშვილიც იყო. როგორც ცნობილია, 1918 წლის 26 იანვარს (ძვ. სტილით)
უნივერსიტეტი გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი კითხულობდა ლექციებს არქეოლოგიაში. 1918
წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ მას მიანიჭა დოქტორის ხარისხი. 1920 წლისთვის
ექვთიმე თაყაიშვილის ლექციები საქართველოს სიძველეებს შეეხებოდა. იგი სამ სალექციო
კურსს უძღვებოდა. ერთი უნივერსიტეტში ახლად შემოსულთათვის იყო და მოიცავდა შესავალს
საქართველოს სიძველეებისას, ამასთან კითხულობდა ეპიგრაფიკასა და ეკლესია–მონასტრების
ისტორიას.
უნივერსიტეტის პირველი კორპუსი გახსნის პერიოდში |
თბილისის უნივერსიტეტში მოღვაწეობის დროსაც ექვთიმე
არ ივიწყებდა საქართველოს სიძველეებს და მათ დაცვა–შესწავლას. ამ წლებში მან საქართველოს
სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა და ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა.
ემიგრაციაში
1921 წელს ახალი ხანა დაიწყო საქართველოს ისტორიაში.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების უმალ ყოფილმა მენშევიკურმა მთავრობამ ბათუმს მიაშურა,
რათა აქედან ზღვით უცხოეთში გამგზავრებულიყვნენ.
ამასთან, განკარგულება გაიცა, მთელი სამუზეუმო ქონება ყუთებში ჩაეწყოთ და უცხოეთში
გაეტანათ. სამუზეუმო განძის მეთვალყურედ დამფუძნებელმა კრებამ ექვთიმე თაყაიშვილი დანიშნა.
მძიმე იყო მეცნიერისთვის სამშობლოდან წასვლა, მაგრამ საქართველოს ძვირფასეულობას მეთვალყურე
სჭირდებოდა.
1921 წლის 11 მარტს ექვთიმემ დატოვა სამშობლო და იძულებით კარგა ხანს მოუხდა ემიგრაციაში ყოფნა. ,,ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურის საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“, – წერდა ის. საფრთხე კი ბევრი იყო: ბრიტანეთისა და ნიუ–იორკის მუზეუმებს ექსპონატების შესყიდვა სურდათ, გრაფ ობოლენსკის ქვრივს, სალომე დადიანს, სასამართლოში აღუძრავს საქმე – საქართველოს ეროვნული განძის საგრძნობი ნაწილის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ ასახელებდა თავს; მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებსაც გაუჩხრეკიათ ექვთიმეს ბინა, ბოლოს კი თავად საფრანგეთის მთავრობას განუცხადებია განძზე პრეტენზია – მენშევიკების მთავრობა აღარ არსებობს, განძი უპატრონოა და ლუვრის საკუთრება უნდა გახდესო. 1935 წელს ყოფლმა მთავრობამ უარი განაცხადა განძეულის მეურვეობაზე და მისი დაცვა ე. თაყაიშვილს დააკისრა ყოველმხრივ.
1921 წლის 11 მარტს ექვთიმემ დატოვა სამშობლო და იძულებით კარგა ხანს მოუხდა ემიგრაციაში ყოფნა. ,,ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურის საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“, – წერდა ის. საფრთხე კი ბევრი იყო: ბრიტანეთისა და ნიუ–იორკის მუზეუმებს ექსპონატების შესყიდვა სურდათ, გრაფ ობოლენსკის ქვრივს, სალომე დადიანს, სასამართლოში აღუძრავს საქმე – საქართველოს ეროვნული განძის საგრძნობი ნაწილის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ ასახელებდა თავს; მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებსაც გაუჩხრეკიათ ექვთიმეს ბინა, ბოლოს კი თავად საფრანგეთის მთავრობას განუცხადებია განძზე პრეტენზია – მენშევიკების მთავრობა აღარ არსებობს, განძი უპატრონოა და ლუვრის საკუთრება უნდა გახდესო. 1935 წელს ყოფლმა მთავრობამ უარი განაცხადა განძეულის მეურვეობაზე და მისი დაცვა ე. თაყაიშვილს დააკისრა ყოველმხრივ.
ოო
ReplyDeleteოო
ReplyDeleteoooooooooooo!
Deleteoooooooooooo!
Deleteoooooooooooo!
Deleteoooooooooooo!
Deleteჩემი ხატია საააამშოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
Deleteოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
Deleteოოოოოოოოოოოოოოოო
Deleteზდ. ბანდა. დებილო. ხალხო
Deleteდებილი მიგდიხარ
Deleteმაგარია!!(ბიოგრაფიაზე ვამბობ)
ReplyDeleteaseti informaciebi rogor avtvirto????
ReplyDeleteGtxovt maswavlet ra!!!!!...........
aseti informaciebi rogor avtvirto????
ReplyDeleteGtxovt maswavlet ra!!!!!...........
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteWHYYYYYYYYYYYYYYYYY
DeleteSurati gadauge da mase
ReplyDeleteSurati gadauge da mase
ReplyDeleteყოჩაღღღ
ReplyDeleteმაგარია და ბევრი
ReplyDeleteააუუ ხვალ პროექტი მაქვს რააჩააბარებსამას
ReplyDeleteხვლ სპროტიც მაქვს 🖐🏻
ReplyDeletemere ra
Deletedzaliankargi inpormaciaa
ReplyDelete/
ReplyDeleteოოოოოოოოოოო
ReplyDeleteწტფ
ReplyDeletegogo xar? ubralod ise gekitxebi
Deleteეჰ ,ასეთი ქართველები აღარ იბადებიან.მადლობა უფალს რომ ეს გაუტეხელი ნებისყოფის ადამიანი მოუვლინა მაშინ ქვეყანას.ვინც ყოფილა თბილისის მუზეუმებში,მიხვდება როგორაა დავალებული მისგან მთელი საქართველო
ReplyDeleteვაიმე 😭
ReplyDeleteოხ ეს ქართულის დავალება:))
ReplyDeleteშენ ქართული და მე მოქალაქეობა💀
Deleteთქვენ ქართული და მოქალაქეობა, მე ისტორია ��
DeleteMec mak
Deleteოხ ეს ქართული🇬🇪❤️
Deleteმეც ქართულის დავალება მაქ დდ
Deleteეჰ ეს ქართულის დავალებები💟
ReplyDeleteKII 😂
DeleteXOO 😂
Deleteთქვე ყლეებო რამდენი წერია თქვე ბოზებო
Deleteკმლ
ReplyDeleteეჰ ეს მოქალაქეონა
ReplyDeleteეჰჰ😂
Deleteსინამდვილეში მათემატიკის და ისტორიის დავალებამეზიზღება ყველაზე მეტად
ReplyDeleteმაგრამ ეს ბიოგრაფია ძალიან კარგია ექვთიმე თაყაიშვილზე
ReplyDeleteრადგან საერთოდ ისტორია და მათემატიკის დავალებები არის ყველაზე რთული
ReplyDeleteვის რაში აინტერესებს რა გაკვეთილი გაქვთ?
ReplyDeleteეს თაობა ვერ არიან რა
ReplyDeletetqven tavs elaparakebit xo
ReplyDeleteმადლობა❤️
ReplyDeleteმეც დავალებად მაქვს ქართულის მასწმა
ReplyDeleteმომცა 😭😭😭😭😭
mec
DeleteქეᲗი
ReplyDelete